☀️ დილის vs 🌙 საღამოს სუნამოები

გიფიქრია ოდესმე, რატომ ჟღერს ერთი სუნამო უკეთ დილას, ხოლო მეორე — საღამოს? 🤔
არომატულ სამყაროში დროის შეგრძნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ზუსტად ისე, როგორც სხვადასხვა სამოსი შეგვშვენის დილას და ღამით განსხვავებულად, სუნამოებიც დღის სხვადასხვა მონაკვეთში იცვლიან ხასიათს.

წარმოგიდგენთ სრულ გზამკვლევს, რომელიც დაგეხმარება სწორად შეარჩიო სუნამო დღის მონაკვეთის მიხედვით და შენი არომატი შეესაბამებოდეს განწყობას, გარემოს, ენერგიას და პერიოდს 🧴💫


🌞 დილის სუნამოები — სინათლე, სისუფთავე და ენერგია

დილა — ახალი დასაწყისია.
სუნამო ამ დროს უნდა იყოს მსუბუქი, მხიარული და refreshing შეგრძნების მომცემი.

✅ რეკომენდებული არომატები დილას:

  • ციტრუსოვანი (ბერგამოტი, ფორთოხალი, ლიმონი) 🍋
  • ყვავილოვანი (ჟასმინი, ვარდი) 🌸
  • მცენარეული (ჩაი, პიტნა, აქვა ნოტები) 🌿💧

🎯 რატომ:

  • არ გააღიზიანებს გარშემომყოფებს ოფისში ან საზოგადოებრივ ადგილებში
  • გაძლევს სიმსუბუქისა და სისუფთავის შეგრძნებას
  • იდეალურია პროდუქტიული და პოზიტიური დილის დასაწყებად
📌 მაგ: Light Blue Intense, Dangerous Complicity, Greenley


🌙 საღამოს სუნამოები — სიღრმე, ხიბლი და მისტიკა

საღამოს განსხვავებული ხასიათები და შეგრძნებები მოაქვს - დრამატული, მკვეთრი და მეტად ინტიმური
შენი სუნამო კი ღამისავით მისტიური უნდა იყოს.


✅ რეკომენდებული არომატები საღამოს:

  • აღმოსავლური და ამბრისებრი (ვანილი, ამბრა, სარკმეველი) 🔥
  •  ტკბილი (ტონკას მარჩვლები, თაფლი) 🍯
  • ტყის არომატები (oud, პაჩული, ტყავი) 🌲
🎯 რატომ:
  • გამოირჩევა მდგრადობით და მომნუსხველობით
  • ქმნის იდუმალ და მაცდურ აურას
  • იდეალურია საღამოს ბიზნეს და რომანტიული შეხვედრებისთვის, ასევე წვეულებებისთვის

📌 მაგ: Baraonda, Black Orchid, African Leather

🔁 გსურს გარდამავალი არომატი? აირჩიე "Day/Night"

არსებობენ უნივერსალური სუნამოები, რომლებიც თანაბრად უხდებიან როგორც დილას, ასევე საღამოს.
ეს არომატები დაბალანსებულია.

📌 მაგ: Blue Talisman, God Of Fire, This is Him


🕰️ როგორ დავამახსოვროთ თავს — როდის რა სუნამო გამოვიყენოთ?

დრო არომატის ტიპი მაგალითები
🌞 დილა ციტრუსი, ყვავილი Chance Eau Tendre, Aqua Allegoria
🌙 საღამო ამბრა, ვანილი, Good Girl, Black Opium
🌅 დღე/ღამე ბალანსირებული, ელეგანტური Coco Mademoiselle, Miss Dior

🔚 დასკვნა: არომატი ცოცხალია — და დროის განცდაზე რეაგირებს

სუნამო მხოლოდ არომატი არაა — ის შენი განწყობის, დროის და ენერგიის გამოხატულებაა.
როცა სუნამოს სწორად ირჩევ, დილა ხდება სუფთა და ნათელი, ხოლო საღამო — მაცდუნებელი და დასამახსოვრებელი.

🎁 იპოვე შენი დილისა და საღამოს არომატები pshik.store-ზე

ბლოგზე დაბრუნება